სიახლეები
24 ივნისი
2017

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა კიდევ ერთი ცხოველის გადარჩენა შეძლო

 

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა კიდევ ერთი ცხოველის გადარჩენა შეძლო. 2017 წლის 24 ივნისს შემოსული შეტყობინების თანახმად მთწმინდის პარკში წყლის ავზში ჩავარდნილი იყო მელა, რომელიც ვერ ახერებდა დამოუკიდებლად წყლიდან ამოსვლას. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად ცხოველი უვნებლად იქნა ამოყვანილი წყლიდან და გადაყვანილ იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მას გაეწია პირველადი დახმარება და ანტირაბიული ვაქცინაციის შემდგომ  დაბრუნებულ იქნა ბუნებრივ არეალში.