ცხოველების დაბრუნება
2017 წლის 4 აგვისტოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარს ესტუმრა ქალბატონი ია გვილავა, რომელმაც მოინახულა 1 აგვისტოს ნუცუბიძის მე-4 მკრ-ში მდებარე ავტო-პარკის ტერიტორიიდან წამოყვანილი 4 ძაღლი (რომელთაც თავშესაფარში ჩაუტარდათ სტერილიზაციის ოპერაციები, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია). ი.გვილავასთან შეთანხმებით მოხდა აღნიშნული ძაღლების მიკედლება და გადაყვანა იპოდრომის ტერიტორიაზე.