სიახლეები
09 ოქტომბერი
2017

ტრამვირებული ძაღლი

მუნიციპალურ თავშესაფარში ვარკეთილის ტერიტორიიდან შემოყვანილია მძიმედ ტრამვირებული ძაღლი. ცხოველის მდგომარეობა ამდროისთვის მძიმეა- მას ამპუტირებული აქვს ყური , აქვს მძიმე დაზიანება უკანა თათზე, ჩაუტარდა ოპერაცია, უტარდება ინტენსიური მკურნალობა და იმყოფება ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ . მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალი აქტიურად მუშაობს მისი გადარჩენისთვის. ცხოველი გამოჯანმრთელების შემთხვევაში დაბრუნდება მიმკედლებელთან - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!