სიახლეები
10 ოქტომბერი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს 21:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად  დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-15 და  მე-16 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ითხოვდა მიუსაფარი ძაღლების გადაყვანას აღნიშნული ტერიტორიიდან. ადგილზე მისულ სააგენტოს ხელმძღვანელობასა და რეაგირების ჯგუფებს დახვდათ შემდეგი ვითარება - ერთერთი ძაღლის მიერ (უსაჭდო) მოხდა ადამიანზე თავდასხმისა და დაკბენის ფაქტი ( რაც დადასტურდა დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ცნობებით). მოსახლეობა ასევე ითხოვდა ტერიტორიაზე მყოფი საჭდიანი ძაღლების გაყვანას, ვინაიდან მათი გადმოცემით ისინი წარმოადგენენ საფრთხეს , ქმნიან ანტისანიტარიას და ა.შ.  სააგენტოს თანამშრომლების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დაჭერილი და მუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების მიზნით გადაყვანილია ერთი ძაღლი, ხოლო საჭდიან ძაღლებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიეწოდა შესაბამისი ინფორმაციები და დაცული იქნა საჭდიანი ძაღლების ინტერესები. მოსახლეობასთან შეხვედრისა და ინფორმაციის მიწოდების პროცესში ასევე ჩართული იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს აქტიური წევრი და ცხოველთა დამცველი ნინო ავაზაშვილი.