საჭდიან ძაღლს არ დაუდგინდა აგრესია
2017 წლის 11 ოქტომბერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდა საფრთხის მატარებელი ძაღლი და მოქალაქე ითხოვდა მის გაყვანას ტერიტორიიდან. მობილური ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე, სადაც ინიციატორმა მიუთითა კონკრეტულ ძაღლზე , სააგენტოს თანამშრომლების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ცხოველი არ იყო აგრესიული და შესაბამისად არ მოხდა მისი გადაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში. ინიციატორს მიეწოდა აღნიშნული საჭდიანი ძაღლის შესახებ ინფორმაცია და განემარტა ზოგადად საჭდიანი ძაღლების შესახებ დადებითი მხარეები, რის შემდეგაც მან თავადაც შეიცვალა პოზიცია და ცხოველი დარჩა კონკრეტულ მისამართზე.