სიახლეები
08 ნოემბერი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კიდევ ერთი ცხოველების გაჩუქების აქცია ჩაატარა

     ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს კამპანიას „ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“, რომელს ფარგლებშიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი ლეკვების გაჩუქების აქცია ჩატარდა. ასევე დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და მოქალაქეებს გაეწიათ  კონსულტაციები. კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, ცხოველებთან ჰუმანური მოპყრობის, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ჰარმონიული თანაცხოვრების შექმნას.