სიახლეები
09 იანვარი
2018

კიდევ ერთი ძალადობა ცხოველზე

2018 წლის 8 იანვარს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად, ნუცუბიძის  ქუჩაზე იმყოფებოდა მძიმედ ტრამვირებული ძაღლი. სააგენტოს მობილური ჯგუფი მალევე გამოცხადდა მისამართზე საიდანაც ცხოველი დაოყოვნებლივ იქნა გადაყვანილი მუნიციპალურ თავშესაფარში. ძაღლს ხელხემლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა სავარაუდოდ მჭრელი საგნით მიყენებული ჭრილობა და ასევე სახის მიდამოში დანით მიყენებული ორი ჭრილობა. ცხოველს ჩაუტარდა ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა , თუმცა მიღებული მძიმე ტრამვების გამო ძაღლს უჭირს საკვების მიღება.   ცხოველი ამჟამად, რეაბილიტაციას გადის და იმყოფება ვეტექიმების ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ. მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს დაწყებული აქვთ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას გამოიჩინოს მეტი ჰუმანურობა და შეწყვიტოს ძალადობა ცხოველებზე!