სიახლეები
14 მარტი
2018

კიდევ ერთი გადარჩენილი ტრამვირებული ცხოველი

2018 წლის 8 მარტს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო შეტყობინება, რომ ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დაჭრილი ძაღლი, რომლის მდგომარეობაც სავარაუდოდ კრიტიკული იყო. ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდა მობილური ჯგუფი, რომელმაც ძაღლი სასწრაფოდ გადაიყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში. მიყვანილ ცხოველს ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა , გაეწია პირველადი დახმარება , თუმცა მიუხედავად თავშესაფრის პერსონალის რამოდენიმე საათიანი ბრძოლისა ჩვენი ოთხფეხა მეგობრის მძიმე ტრამვის გამო ვერ მოხერხდა წინა კიდურის შენარჩუნება. ჩვენთვის სასიხარულოა ის რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნეთ და რამოდენიმე დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ ძაღლის თაობაზე სააგენტოს გამოეხმაურა საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ხელმძღვანელი ბატონი თეიმურაზ წიქორიძე, რომელმაც გამოთქვა სურვილი ტრამვირებული ძაღლი მისი საზოგადოების შვილობილი გამხდარიყო. დღეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გადარჩენილი ძაღლი უკვე გადასცა აღნიშნულ თავშესაფარს და დაპირდა რომ ძველი მეგობრის სანახავად ხშირად ეწვევა მათ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ ცხოველების მიმართ და შეწყვიტონ ძალადობა მათზე! სააგენტო აქტიურად ჩართულია ცხოველებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმედს იტოვებს რომ მსგავსი ფაქტები ჩვენს დედაქალაქში აღარ მოხდება - ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე!