სიახლეები
04 აპრილი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

თბილისის მუნიციპალიტეტის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბუკიას ბაღში ღონისძიება გაიმართა, სადაც სააგენტომ მიუსაფარი ლეკვების გაჩუქების აქცია მოაწყო. მსურველებს თავშესაფრის ბინადარი გასტერილებული ლეკვები გადაეცათ. ამავე აქციაზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა თავადაც გაეჩუქებინა შინაური ცხოველები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სააგენტოს დირექტორი - ვახტანგ ლომჯარია, ასევე მისი მოადგილეები. 
აქცია მიზნად ისახავდა მეტი ცხოველის დაბინავებას და მათთვის პატრონების პოვნას. ღონისძიებამ მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და აქციის დაწყებისთანავე ყველა ლეკვი მოსიყვარულე და სანდო პატრონზე გაჩუქდა!