ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა მეტისი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა მეტისი გადაარჩინეს, რომელსაც თავი პლასტმასის ბოთლში ჰქონდა გაჩხერილი. ძაღლმა ხუთი დღე ამ მდგომარეობაში წყლისა და საკვების გარეშე გაატარა. მის შესახებ ინფორმაციის შემოსვლისთანავე სამაშველო ჯგუფმა ძებნა დაიწყო, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაერთი ზარისა და მოქალაქეთა აქტიურობის მიუხედავად, მეტისი ადგილზე მისულ ჯგუფს გაქცეული ხვდებოდა.
წუხელ მამარდაშვილის ქუჩაზე მოქალაქეებმა ძაღლის დაჭერა შეძლეს და ამის შესახებ სააგენტოს აცნობეს. ადგილზე მისულმა ეკიპაჟმა ცუგას ბოთლი მოხსნა და თავშესაფარში გადაიყვანა. მეტისს უკვე დაუმუშავდა ყელის არეში არსებული მსუბუქი ჭრილობა, ასევე, გაუკეთდა გადასხმები. რამდენიმე დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, ის თავის ბუნებრივ არეალს დაუბრუნდება.