სიახლეები
11 აპრილი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კნუტი გადაარჩინა, რომელიც დიდი დიღმის მეოთხე მიკრო რაიონის N12 კორპუსის საჰაერო მილში იყო ჩავარდნილი. კორპუსის მცხოვრებლებს მისი ხმა 2 დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა კნუტის პოვნას ვერ ახერხებდნენ. ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა კორპუსის მცხოვრებლების თანხმობის შემდეგ, კედელი გამოანგრია და კნუტი მილიდან გამოიყვანა. ის სრულ გამოჯანმრთელებამდე მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი.