სიახლეები
14 აპრილი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა მეტისის ლეკვი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა მეტისის ლეკვი გადაარჩინა, რომელიც ფონიჭალაში, ჯანელიძის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭაში იყო ჩავარდნილი.

ეზოში მოთამაშე ბავშვებს ლეკვის ხმა შემოესმათ. ხმას მისდიეს და აღმოაჩინეს, რომ პატარა მეტისი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილიყო. ეზოს მცხოვრებლებმა ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შეატყობინეს. სამაშველო ეკიპაჟი რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა, ჭიდან სულ რაღაც 3 კვირის ლეკვი ამოიყვანა და თავშესაფარში გადაიყვანა, საიდანაც, რამდენიმე საათში, ის მოსიყვარულე და სანდო პატრონზე გაჩუქდა.