სიახლეები
16 აპრილი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა სამზარეულოს საჰაერო მილიდან სამი კნუტი ამოიყვანა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა სამზარეულოს საჰაერო მილიდან სამი კნუტი ამოიყვანა. სააგენტოს ოჯახმა მას შემდეგ მიმართა, რაც სამზარეულოში რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა კნუტების ხმა.

მაშველებმა კედლის გამონგრევის შემდეგ, ორიოდე კვირის 3 კნუტი ამოიყვანეს. ამჟამად სამივე კნუტი თავშესაფარში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.