სიახლეები
30 აპრილი
2018

მაშველებმა კიდევ 2 კნუტის სიცოცხლე გადაარჩინეს

მაშველებმა კიდევ 2 კნუტის სიცოცხლე გადაარჩინეს. ვარკეთილი 3-ის მე-2 მიკრორაიონის 30-ე საცხოვრებელ კორპუსში სამაშველო ეკიპაჟმა რამდენიმე საათიანი შრომის შედეგად, საჰაერო მილიდან კნუტები გამოიყვანეს. ისინი კორპუსის სხვადასხვა საჰაერო მილში იყვნენ ჩავარდნილი. ამჟამად კნუტები თავშესაფარში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ, რეაბილიტაციის გავლის შემდეგ კი გაჩუქდებიან.