სიახლეები
18 მაისი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Mayhew International“-ს უმასპინძლა

ქალაქ თბილსის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Mayhew International“-ს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერეს და თანამშრომლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. სააგენტოს ახალმა გუნდმა, თავის მხრივ ორგანიზაციას ცხოველთა პოპულაციების მართვის პოლიტიკა, ამ სფეროში არსებული გამოწვევები და დეგეგმილი ამოცანები გააცნო.

,,Mayhew International“ ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს და ცხოველთა პოპულაციების მართვის მიმართულებით რეკომენდაციებს გასცემს.