სიახლეები
21 მაისი
2018

მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ლილოს დასახლების ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს. მას რამდენიმე დღიანი შიმშილის გამო, ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდა. რეაბილიტაციის მიზნით კატა თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, მას ამავე კორპუსის მოსახლეობა მიიკედლებს.