სიახლეები
24 მაისი
2018

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

სამაშველო ეკიპაჟმა გორგასალის ქუჩაზე ორი კორპუსის გადაბმის ადგილას ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა. რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მაშველებმა კედლის დემონტაჟი მოახდინეს და ფისო გამოიყვანეს, რომლისთვისაც ეს შემთხვევა იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ის ამავე კორპუსის ერთ-ერთმა ოჯახმა აიყვანა.