სიახლეები
25 მაისი
2018

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მიუსაფარი ძაღლი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მიუსაფარი ძაღლი გადაარჩინეს. მოქალაქემ, რომელმაც ცხელ ხაზზე დარეკა, სააგენტოს შეატყობინა, რომ მშრალ ხიდთან მტკვარში ჩავარდნილი მეტისი შენიშნა. ძაღლი დინებას მიყვებოდა და სააგენტოს თანამშრომლებმა ის მდინარიდან მშვიდობის ხიდის მიმდებარედ ამოიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, ასევე სტერილიზაციისა და კომპლექსური აცრების გასაკეთებლად, მეტისი რამდენიმე დღით თავშესაფარში გადაიყვანეს. მოგვიანებით ის თავის ბუნებრივ არეალს დაბრუნდება.