სიახლეები
30 მაისი
2018

მაშველებმა ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინეს.

კორპუსის მცხოვრებლებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ სააგენტოს გუშინ, 02:00 საათზე შეატყობინეს. მაშველები ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, კნუტები შახტიდან ამოიყვანეს და დედასთან დააბრუნეს.