სიახლეები
30 მაისი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მუნიციპალური თავშესაფრიდან მეტისი მიიკედლა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მუნიციპალური თავშესაფრიდან მეტისი მიიკედლა, რომელიც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მოსახლეობის დაპირისპირების საგანი გახდა. მათი ნაწილი ძაღლის აგრესიულობაზე საუბრობდა, ხოლო დანარჩენი ამ ფაქტს უარყოფდა და მის მეგობრულ ხასიათს უსვამდა ხაზს. ძაღლს ყავდა მიმკედლებელი და ბევრი ადამიანი, რომელიც მაზე ზრუნავდა. 
15 მაისს მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, დაკბენის მიზეზით, აღნიშნული ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კინოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მათი დასკვნის თანახმად, მეტისს აგრესია არ დაუდგინდა. 
ამის მიუხედავად, რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგობის გამო, ძაღლის გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე დაბრუნება ვერ ხერხდებოდა. ამდენად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მისი მიკედლების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს მეტისი, სახელად დოდო, სააგენტოს თანამშრომლებს გაეცნო და ამ ეზოს ბინადარი გახდა.