სიახლეები
19 ივნისი
2018

მაშველებმა რაგბის სტადიონის 12 მეტრი სიმაღლის მესერიდან კატა ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მე-17 სამაშველო ეკიპაჟმა ნუშის ქუჩაზე რაგბის სტადიონის მესერზე, დაახლოებით 12 მეტრის სიმაღლეზე ასული კატა გადაარჩინა.

მოსახლეობის თქმით, ერთი დღით ადრე კატას რამდენიმე ძაღლი გამოეკიდა და მან მესერზე ასვლით უშველა თავს, საიდანაც ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მაშველებმა კატა უვნებლად ჩამოიყვანეს და თავის ბუნებრივ არეალში გაუშვეს