სიახლეები
19 ივნისი
2018

მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მე-17 სამაშველო ეკიპაჟმა ქინძმარაულის ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა.

მაშველებმა მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის შემდეგ მეორე სართულზე კედელი გამოამტვრიეს და კნუტი უვნებლად გამოიყვანეს.