მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მე-18 ეკიპაჟმა თბილსერვისის თანამშრომლების დახმარებით, სარაჯიშვილის ქუჩაზე დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის ხეზე ასული კნუტი გადაარჩინა.
თვითმხილველების გადმოცემით, კნუტი ხუთი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა ხიდან ჩამოსვლას.
მაშველებმა ის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას უკვე ჩუქების მსურველიც გამოუჩნდა. დღეიდან კნუტს საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი უპატრონებს.