სიახლეები
26 ივნისი
2018

მაშველებმა კორპუსის აივანზე გაჭედილი კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მე-14 ეკიპაჟმა სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან კატა გამოიყვანა. პატრონის სახლში არყოფნის პერიოდში, კატა აივნის სვეტებში გაიჭედა. მაშველების დახმარებით, ის სახლში დაბრუნებულ პატრონს უვნებლი დახვდა.