მაშველებმა კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მე-11 ეკიპაჟმა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საჰაერო მილიდან კნუტი ამოიყვანა.
ინიციატორის გადმოცემით, მისი ხმა მოსახლეობას სამი დღის განმავლობაში ესმოდა.
შემდგომი რეაბილიტაციისათვის მაშველებმა კნუტი თავშესაფარში გადაიყვანეს.