სიახლეები
28 ივნისი
2018

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ,,სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრს" შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ,,სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, იურიდიული კლინიკა ,,ჩემი ადვოკატი’’ მოქალაქეებს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატირების სახით.