სიახლეები
30 ივლისი
2018

თავშესაფარს ნორვეგიის პარლამენტის წევრი პიტერ ეიდე და ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი ანე ჰასკოლ-ჰაუგენი ესტუმრნენ

ცხოველთა მინიციპალურ თავშესაფარს ნორვეგიის პარლამენტის წევრი პიტერ ეიდე და ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი ანე ჰასკოლ-ჰაუგენი ესტუმრნენ.

სტუმრები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ და თავშესაფრის თანანშრომლებს ცხოველების მოვლა-პატრონობის მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.

,,სასიამოვნოა, რომ მოქალაქეები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენენ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მიმართ, რომლებიც არიან მოვლილები და ასევე კეთილგანწყობილები ადამიანების მიმართ. სასიამოვნო სიურპრიზია ის ფაქტი, რომ თავშესაფარის რამდენიმე თანამშრომელს თავშესაფრიდან აყვანილი ჰყავს ათი და მეტი ცხოველი'', - განაცხადა პიტერ ეიდემ.