სიახლეები
27 სექტემბერი
2018

ოპერატიული რეაგირების ჯგუფები თბილისის ქუჩებში პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს განაგრძობენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფები თბილისის ქუჩებში პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგის განაგრძობენ. ამჯერად სააგენტოს თანამშრომლებმა ცხოველების მდგომარეობა ვაკის პარკის ტერიტორიაზე შეამოწმეს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია:

 

  • განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;
  • იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე;
  • უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.
  • ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული მეტისი ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა, სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდით;
  • უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;
  • უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ დაბინძურების შემთხვევაში;

 

 ამავე დადგენილების მიხედვით:

 

აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა;

  • 07:00 საათიდან – 23:00 საათამდე ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი სივრცეებისა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით, ხოლო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

 

ვრცლად იხილეთ: http://www.animalsmonitoring.ge/page/261 

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის შესრულების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.