სიახლეები
28 სექტემბერი
2018

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია ჩატარდა

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ვაკის პარკში პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, მსურველებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ცხოველი უფასოდ აეცრათ და ვეტერინარის კონსულტაცია მიეღოთ. ხოლო მათთვის, ვისაც ახალი ოთხფეხა მეგობრის აყვანა სურდა, სააგენტომ თავშესაფრის ბინადარი კნუტების გაჩუქების აქცია მოაწყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაცინაცია 3 200 ცხოველს (ძაღლი/კატა) ჩაუტარა.