სიახლეები
05 ოქტომბერი
2018

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე, ახალ მზიურში, ,,მურადას კლუბში" ბავშვების მონაწილეობით აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისათვის საინტერესო სხვადასხვა ინტერაქტიულ-შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა და მუნიციპალური თავშესაფრის ბინადარი, დაკარგული და მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქცია გაიმართა.

მოეწყო საინფორმაციო ხასიათის დისკუსია, თუ რა პასუხისმგებლობა და მოვალეობები აქვს ცხოველის პატრონს. 

ღონისძიება ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა" და ,,ცხოველთა უფლებების კომიტეტის" ორგანიზებით ჩატარდა.