სიახლეები
16 ოქტომბერი
2018

საჯარო ლექციების კურსი ,,შინაური ცხოველები და ადამიანები"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, შინაური ცხოველების შესახებ საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება.

კურსი 13 ლექციას მოიცავს და დასწრება, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყება და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში ჩატარდება. აუდიტორია: G106

 

ლექციების თემებია:

• ზოოფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები;

• ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი;

• ძაღლების ფსიქოლოგია;

• ძაღლისებრნი, მგლები, გაველურებული ძაღლები;

• ცხოველთა კონსერვაცია;

• ცხოველთა პოპულაციის მართვის ზოგადი პრინციპები;

• ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები;

• ზოონოზური დაავადებები;

• დემოდეკოზი და ლეიშმანიოზი;

• ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია;

• კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები;

• ძაღლების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები;

• ცხოველებთან ურთიერთობის გავლენა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ლექციებზე რეგისტრაციისათვის, გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScEiKH40bvM1xMT6Y62KS09H340IHqm2Q7CaaCM3OUVeSW_GQ/viewform