სიახლეები
25 ოქტომბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ზოოფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურისის პირველი ლექცია - ,,ზოოფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები“ ჩატარდა.

ლექციის ძირითადი საკითხები იყო:
ზოოფსიქოლოგიის მოკლე ისტორია; 
ცხოველებს ინტელექტი; 
ლაბორატორიული ექსპერიმენტები; 
ახალი ჰორიზონტები - ლაბორატორიიდან გასვლა;
მომიჯნავე მეცნიერებები - ეთოლოგია და ევოლუციური ფსიქოლოგია.

საჯარო ლექციების კურსი - „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“, ჯამში 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.