სიახლეები
26 ოქტომბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მეორე ლექცია - ,,ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი“ ჩატარდა.

საჯარო ლექცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა წაიკითხა.

ლეციის ძირითადი საკითხები იყო:

• ცოფის ისტორია;

• საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა;

• ცოფის ვირუსის გავრცელება სახეობების მიხედვით;

• ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები და მიღებული შედეგები;

• მითები ცოფთან მიმართებაში;

• გარეული ცხოველების ორალური ვაქცინაცია და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

 

საჯარო ლექციების კურსი - „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“, ჯამში 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.