ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები მომზადების ინტენსიურ კურსს გადიან
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე, მომზადების ინტენსიურ კურსს გადიან.
აღნიშნული კურსი თეორიულ სწავლებასა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, ფიზიკურ მომზადებას მოიცავს. მაშველები სიმაღლიდან ცხოველის ჩამოყვანისა და ორმოში ჩავარდნილი ცხოველის გადარჩენის ტექნიკებს დაეუფლებიან და პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს აითვისებენ.
ამჟამად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველების მეორე ნაწილის გადამზადება მიმდინარეობს, პირველმა ნაწილმა მომზადება ივლისში გაიარა.
სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარე წელს მაშველებმა 310 ცხოველი გადაარჩინეს.