ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და ოპერატიულად შესრულებისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
სიგელები თანამშრომლებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა ნიკოლოზ ქობულაძემ და ლევან მამალაძემ გადასცეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა მიმდინარე წელს 9610 შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება, 811 ცხოველი დახმარების აღმოსაჩენად თავშესაფარში გადაიყვანეს, 310 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის 377 შემთხვევა გამოავლინეს.