სიახლეები
01 ნოემბერი
2018

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაცია Mayhew-ს წარმომადგენლებმა გადაამზადეს

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარმა სართაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Mayhew-ს უმასპინძლა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლები თავშესაფრის ახალი ექიმი-ვეტერინარების მიერ ჩატარებულ ოპერაციებს აკვირდებოდნენ და პრაქტიკულ რჩევებს აძლევდნენ.

ტრენინგის ძირითადი მიმართულებები იყო: ცხოველებისათვის რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, კატებისა და ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაცია და თავშესაფრის სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლი.

ტრენინგის დასასრულს Mayhew-მ თავშესაფრის ვეტერინარებისთვის, ფერშლებისა და სანიტარული დამლაგებლებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Mayhew ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს და ცხოველთა პოპულაციების მართვის მიმართულებით რეკომენდაციებს გასცემს.