საჯარო ლექცია - ,,ცხოველთა კონსერვაცია"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“, მეოთხე ლექცია - ,,ცხოველთა კონსერვაცია“ ჩატარდა.
ლექცია ზოოპარკის დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურიელიძემ წაიკითხა.
ლექციის ძირითადი საკითხები იყო:
• ცხოველების გადაშენების პრობლემა და გადაშენების ფაზები;
• IUCN წითელი ნუსხის კატეგორიები;
• გადაშენებული ცხოველებისა და ფრინველების სახეობები;
• სახეობებზე მოქმედი თანამედროვე საფრთხეები და ადამიანის როლი ეკოსისტემის ცვლილებაზე;
• კონსერვაციის ძირითადი მიმართულებები;
• რეინტროდუქცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ზოოპარკის დირექტორმა საქართველოში გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე და მათი გადარჩენისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება.
საჯარო ლექციების კურსი - „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ ჯამში 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.️