საჯარო ლექცია - ,,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“, მეექვსე ლექცია - ,,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“ ჩატარდა.
საჯარო ლექცია ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ თინათინ ჭავჭანიძემ წაიკითხა.
ლექციის ძირითადი საკითხები იყო:
• ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე, მისი მნიშვნელობა და ისტორია;
• რა განსხვავებაა ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლასა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას შორის;
• ცხოველთა უფლებების დეკლარაცია, ევროპული კონვენციები და აქტივიზმის მიღწევები;
• ვეგეტარიანიზმის და ვეგანიზმის მინშვნელობა კლიმატის ცვლილებებში.
ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აქციას შეუერთდნენ და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ცხოველებისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, სანთლები აანთეს.
ცხოველთა უფლებების დაცვის დღე მსოფლიოში 1998 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს, რომ ყველა ცოცხალ არსებას უფლებები ბუნებრივად აქვს მინიჭებული და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილია.