სიახლეები
11 დეკემბერი
2018

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.

გაკვეთილს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც შინაური ცხოველების უფლებების, პატრონის ვალდებულებებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაცია ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს.

მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარი ცხოველების კვება-დაწყურებასა და გასაჭირში მყოფი ცხოველებისათვის დახმარების საჭიროებაზე იმსჯელეს.

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.