საჯარო ლექცია - ,,ზოონოზური დაავადებები“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“, მეშვიდე ლექცია - ,,ზოონოზური დაავადებები“ ჩატარდა.
საჯარო ლექცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ წაიკითხა.
ლექციის ძირითადი საკითხები იყო:
- ადამიანებსა და ცხოველებში გავრცელებული დაავადებების სიმპტომატიკა;
- კონკრეტული შემთხვევები საქართველოსა და მსოფლიოში;
- დაავადებების გავრცელების არეალი და სტატისტიკა;
- დაავადებების პრევენციის მიზნით განხორციელებული საერთაშორისო ღონისძიებები.
სპიკერმა ზოონოზური დაავადებების პრევენციის მიზნით, საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და სხვადასხვა ლაბორატორიულ ქსელებსა და პროგრამებზე ისაუბრა.
საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.