მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად მათ მიმკედლებლებს ხორცპროდუქტები გადაეცათ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია "ვესტ ინვესტმა", მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად, მიმკედლებლებს გაყინული ხორცპროდუქტები გადასცა.
ამ ინიციატივით, კომპანიამ შექმნა პრეცედენტი და აიღო სოციალური პასუხისმგებლობა, იზრუნოს მიუსაფარ ცხოველებზე.
კომპანია მიმკედლებლებისათვის პროდუქტების გადაცემას პერიოდულად გააგრძელებს.
გვაქვს მოლოდინი, რომ "ვესტ ინვესტის" ჰუმანურ წამოწყებას სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან