საჯარო ლექცია - ,,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მეთორმეტე ლექცია - ,,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“ ჩატარდა.
საჯარო ლექცია ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპიის სახლ ,,კამარას" დამფუძნებელმა ნათია ფანჯიკიძემ წაიკითხა.
ლექციის ძირითადი საკითხები იყო:
ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნებისა და ცხოველებთან ურთიერთობის თავისებურებები;
მცირეწლოვან ასაკში ბუნების ესთეტიკური აღქმა;
მოზარდებში ფსიქიკისა და ხასიათის ცვლილების მახასიათებლები;
საშუალო ასაკის გამოწვევები;
სხვადასხვა ასაკში სამყაროს აღქმის ცვლილება და ფსიქოლოგიური ზრდასრულობა;
ცოცხალ არსებებთან ურთიერთობის გავლენა ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
სპიკერმა ადამიანების ცხოველებისადმი დამოკიდებულების მიმართ კოლექტიური აზროვნების გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება.