სიახლეები
07 მარტი
2019

სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები კიდევ ორ მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები კიდევ ორ მისამართზე - ხომლის ქუჩის N17-ში და ბეჟანიშვილის ქუჩის მე-14 კორპუსის მიმდებარედ დადგა.

დღეიდან ამ სახლებში მიუსაფარი ძაღლები - ბიმი, შავტუხა და ჭრელა დაიდებენ ბინას.