სიახლეები
27 მარტი
2019

ცხოველთა მინიტორინგის სააგენტომ ერევნის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ცხოველთა მინიტორინგის სააგენტომ ერევნის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანს ერევანში ჰუმანური მეთოდებით მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის დაწყება და ამ მიმართულებით, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები სააგენტოს სტრატეგიას, მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ, ცხელი ხაზის სისტემის მუშაობის სპეციფიკა შეისწავლეს და ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟების საქმიანობას დააკვირდნენ.

ერევნის ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა თბილისის მუნიციპალური თავშესაფარიც დაათვალიერეს და კასტრაცია-სტერილიზაციისა და ტრავმირებული ცხოველებისათვის სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას დააკვირდნენ.

ქალაქ ერევანში ქუჩის ცხოველების რაოდენობის მართვისათვის მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური მეთოდის დანერგა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ერევანში ცხოველთა თავშესაფრის აშენებაც იგეგმება.