სიახლეები
11 აპრილი
2019

მაშველებმა 9 მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს

სამაშველო ეკიპაჟებმა გასული კვირის განმავლობაში, ცხრა მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს. ამჯერად, მაშველების დახმარება, ონავრობისა და ცნობისმოყვარეობის წყალობით, უფრო მეტად კატებს დასჭირდათ. საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა და უვნებელი ცხოველები ბინადრობის არეალს დაუბრუნდნენ. 
მაშველებმა გადაარჩინეს: 
✔️ წიწამურის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აივნის სახურავზე ასული კატა
✔️ მაღალი ძაბვის ჯიხურში შემძვრალი კნუტი
✔️ უნივერსიტეტის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ვერანდის სახურავზე ასული კატა
✔️ თბილისის ზღვის პლაზას მიმდებარედ ჭაში ჩავარდნილი ძაღლი
✔️ ბახტრიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის კონსტრუქციაში გაჭედილი კატა
✔️ ცოტნე დადიანის ქუჩაზე 4-5 მეტრის სიმაღლის ხეზე ასული კატა
✔️ კერძო ტერიტორიაზე ჭაში ჩავარდნილი ლეკვი
✔️ ვარდების ბაღში 9-10 მეტრის სიმაღლის ხეზე ასული კატა 
✔️ ბარაკონის ქუჩაზე კერძო ტერიტორიაზე თხრილში ჩავარდნილი ძაღლი