საჯარო ლექცია - ,,ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მეთხუთმეტე ლექცია - ,,ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა" ჩატარდა.
საჯარო ლექცია თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მზია შარაშიძემ წაიკითხა.
ლექციის ძირითადი საკითხები იყო:
სპიკერმა თბილისის ზოოპარკის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, კეთილშობილი ირმის - ნიამორის და დასავლეთკავკასიური ჯიხვის კონსერვაცია, ასევე, დაობლებული დათვის ბელების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება იგეგმება.
თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ქვეყნისათვის გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებისათვის, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და როგორც სამოქალაქო, ასევე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა ყურადღება.
შარაშიძემ თბილისის ზოოპარკის შესახებ, კერძოდ, საზოგადოების, ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ წარმოდგენებზე გაამახვილა ყურადღება. ცხოველების მოყვარულებმა მიიღეს პასუხები კითხვებზე: რატომ ცხოვრობს მარტორქა მანუელა ვირების სამეგობროსთან? რა სჯობია მისთვის - იბანაოს კამკამა აუზში თუ იარაოს ტალახში ამოგანგლულმა? ზოოპარკში მისულებს რატომ შეიძლება დაგვხვდეს ირემი ცალი რქით? რატომ დადის სპილო მალკა ზურგზებალახმოყრილი?
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენაში წვლილის შეტანა და აღნიშნული კამპანიის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდში დონაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია.