საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 59-ე საჯარო სკოლაში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 59-ე საჯარო სკოლაში X-XII კლასების მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.
„დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ მოსწავლეებს ბავშვებისათვის ადაპტირებული სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო - ,,სამართლის ქალაქი“ გადასცა.
გაკვეთილის დასასრულს, მოზარდებმა ხუთი მოსწავლისაგან შედგენილი ,,საბჭო“ აირჩიეს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას შემდგომში უმცროსკლასელ მოსწავლეებს გაუზიარებს და სააგენტოსთან კოორდინაციით, სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას დაგეგმავს.
აღნიშნული გაკვეთილების ჩატარების მიზანს მოზარდებში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.