სიახლეები
25 აპრილი
2019

მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს ხორცპროდუქტები გადაეცათ

მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად კომპანია „ვესტ ინვესტი“ განაგრძობს აქციას, რომლის ფარგლებშიც, მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს გაყინული ხორცპროდუქტები გადაეცათ.

კომპანიამ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხორცპროდუქტები კიდევ 16 მიმკედლებელს გადასცა.

,,ვესტ ინვესტი“ მიმკედლებლებისათვის პროდუქტების გადაცემას პერიოდულად გააგრძელებს.

აღნიშნული ინიციატივით, კომპანია სოციალურ და კორპორატიულ პასუხისმგებლობას იღებს და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობის პრეცედენტს ქმნის.

გვაქვს მოლოდინი, რომ ,,ვესტ ინვესტის“ ჰუმანურ წამოწყებას სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან.