სიახლეები
01 მაისი
2019

დედაქალაქის მერის მოადგილე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე პროცესებს გაეცნო

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე, მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფებოდა და სააგენტოში მიმდინარე პროცესებს გაეცნო.

მერის მოადგილემ თავშესაფრის ახალი თანამშრომლები გაიცნო და მათგან თავშესაფარში მყოფი ცხოველების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორთან, ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, მიმდინარე ღონისძიებები განიხილა და სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ამასთან, მაია ბითაძემ დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება და ცხოველების პოპულაციის მართვის მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური მეთოდის - კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.