საჯარო ლექცია - ,,გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია - ,,გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“ ჩატარდა.
საჯარო ლექცია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის განყოფილების უფროსმა მანუჩარ ბელქანიამ წაიკითხა.
ლექციის ძირითადი საკითხები იყო:
ლექციის დასასრულს გაწვრთნილი ძაღლების მონაწილეობით ნარკოტიკული საშუალებების ძებნის იმიტირებული პროცესიც მოეწყო.
საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.